მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  აგვისტო  2016

    შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილების სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

    შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა.



    დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი გაეცნო.
    აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს რეგიონის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თანამედროვე სტანდარტების მქონე სასწავლო გარემოს შექმნას. სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. ახალ სასწავლო წელს სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო ახალი მხატვრული ლიტერატურით. სკოლაში მოეწყო ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის.



    სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ბზა“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 358 146 ლარს.
    დღეს, დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მინისტრთან ერთად სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ჯემალ სურმანიძემ შეაფასა.
    ხაბელაშვილების საჯარო სკოლის 48 მოსწავლე ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ სკოლაში დაიწყებენ.


პარტნიორები