სიახლეები
-
30 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ზურაბ პატარაძემ სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურა მოინახულა
აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, დღეს ქედაში 28 ივნისს, მდინარე აკავრეთას ხეობაში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო. ორი სოფლის - კუჭულისა და მეძიბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, ასევე სოფელ ოქტომბერში საკალმახე მეურნეობასთან და რესტორან ,,დავითთან" მისასვლელი ხიდი, რომელიც ადიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო - მთავრობის მეათაურს არსებული ვითარება მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ გააცნო.