მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  აპრილი  2016

    კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" საკონიაკე ქარხნის მშენებლობა დაიწყო

    კახეთში, გურჯაანის რაიონში „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ საკონიაკე ქარხნის მშენებლობა დაიწყო. როგორც მისი წარმომადგენელი აცხადებს, მშენებლობა შემოდგომაზე დამთავრდება.

    ქარხანა უცხოური, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება, რომელიც იტალიას, ბულგარეთს და გერმანიას შეუკვეთეს. ქარხნის მშენებლობაში დაახლოებით 2 მილიონ 500 ათასი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული. კომპანიას ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს დაფინანსების მოსაპოვებლად, რომლის მიღებაც სოფლის მეურნეობის სამინისტროდანაა შესაძლებელი.

    ”კახური ტრადიციული მეღვინეობის” მიერ აშენებული ქარხანა პირველი მასშტაბური პროექტი იქნება ქართული მეღვინეობის ისტორიაში, რომელიც ღვინიდან საღვინე ბრენდის, საკონიაკე სპირტის გამოხდას დაიწყებს.


    ”ამ მასშტაბის და ამ მიმართულების, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარახანა ქართულ ბაზარზე ჯერ არ არსებობს. ამიტომაც, ვფქირობ, რომ ეს პროექტი წაადგება ზოგადად რეგიონს”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

     

     


პარტნიორები