სიახლეები
-
29 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ბათუმში 10 700 000 დოლარის ღირებულების კომპლექსის მშენებლობა იწყება
ბათუმში გმირთა ხეივანში საერთაშორისო სტანდარტების რიგით მე-5 სასტუმროს მშენებლობა იწყება. პროექტის ღირებულება 10 700 000 აშშ დოლარია და ითვალისწინებს არანაკლებ 60 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას, ასევე გასართობი ცენტრის და მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას. პროექტი 2020 წელს დასრულდება.
გმირთა ხეივანში კონცეფციის ფარგლებში ამ დროისთვის სულ 5 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსი შენდება ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 51 მლნ აშშ დოლარია. შედეგად ქალაქს დაახლოებით 430 სასტუმრო ნომერი დაემატება.