მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  აგვისტო  2016

    ქალაქ ბორჯომში და მის სოფლებში 7 მოსაცდელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

    ბორჯომში მოსაცდელების რეაბილიტაცია დასრულდა. გამგებლის მოადგილის ვახტანგ ოჩხიკიძის განცხადებით, მოსაცდელები მოეწყო როგორც ქალაქ ბორჯომში ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში და დაბა ახალდაბაში.
    „ჯამში 7 გაჩერების მშენებლობა განხორციელდა. ლითონის კონსტრუქციები დამონტაჟდა ბორჯომში რობაქიძის ქუჩაზე და დაბა ახალდაბაში, პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტერიტორიის მოპირკეთების სამუშაოები, მოეწყო ბორდიურები, ასევე სახურავი და სკამები. სოფლებში ციხიჯვარში, დვირსა და ცემში კი აგურის გაჩერებები აშენდა“_ აღნიშნა ვახტანგ ოჩხიკიძემ.
    პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით განხორციელდა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი რეაბილიტაცია მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

     

     

     

     

     


პარტნიორები