მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  აგვისტო  2016

    მარტვილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

    მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და გამგებლის მოადგილემ დავით სილაგავამ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-4 კმ-ში მდ. წაჩხურაზე მშენებარე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროცესი მოინახულეს. ,, მარტვილის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პოექტები ხორციელდება სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები - შენდება ხიდები , იგება გზები, ეწყობა სანიაღვრე არხები და ა.შ. მოგეხსენებათ, რომ სალხინო ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი სოფელია.

    აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისათვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება, “- აღნიშნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ.
    სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციის მონაცემები ცალ-ცალკე შემდეგნაირია:
    ➤ სამუშაოს ასრულებს - ,,ავტოგზა ლენტეხი 99“;
    ➤ პროექტის ღირებულებაა - 1 147 432 ლარი;
    ➤ სამუშაოზე დასაქმებულია - 15 ადამიანი;
    ➤ ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოს 90 %.

     

     

     

     


პარტნიორები