სიახლეები
-
26 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
შუახევში, 97 ინფრასტრუქტურული და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 92 პროექტი ხორციელდება
გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღები კომისიის გაფართოებული სხდომა,რომელსაც უძღვებოდა გამგებლის პირველი მოადგილე,კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დიასამიძე.
სხდომაზე აღინიშნა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება 5 317 000 ლარის ღირებულების 97 ინფრასტრუქტურული პროექტი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული 582183 ლარის ღირებულების 92 პროექტი.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული და სოფლის მხარდადჭერის პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე,ამ მიმართულებით კომისიის და გამგეობის შესაბამისი სამსახურების, ტენდერში გამარჯვებული მეწარმეების პასუხისმგებლობის ამაღლების, მათ მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების დროული შესრულების და სხვა აქტიურ საკითხებზე.