სიახლეები
-
24 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
რომან აბრამოვიჩის შვილი რუსეთში უმსხვილეს სასათბურე კომპლექსს ააშენებს
ცნობილი რუსი ბიზნესმენისა და მილიარდერის რომან აბრამოვიჩის ვაჟის არკადი აბრამოვიჩის კომპანია რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, ქვეყნის მასშტაბით ერთერთ უმსხვილეს სასათბურე კომპლექსს ააშენებს.
ინფორმაციას რუსული გამოცემა “ვედომოსტი“ ავრცელებს და წერს, რომ კომპანია „გრინჰაუსის“ პროექტი უკვე მოიწონა ოლქის ხელმძღვანელობამ.
პროექტის საერთო ღირებულებად 20–25 მილიარდი რუბლი სახელდება. მთავრობამ „გრინჰაუსს“ იჯარით გადასცა 191 ჰექტარი მიყვანილი კომუნიკაციებით, მომავალში კი კომპანია შეძლებს ამ მიწების გამოსყიდვას. საპროექტო სიმძლავრეებზე გასვლის შემდეგ წარმოება წელიწადში 95 ათას ტონას შეადგენს.
„ვედომოსტი“ აღნიშნავს, რომ ესაა არკადი აბრამოვიჩის პირველი პროექტი სოფლის მეურნეობაში. მანამდე მისი ბიზნეს–ინტერესები, ძირითადად, ნავთობისა და გაზის სფეროს უკავშირდებოდა.