სიახლეები
-
24 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ხონში კიდევ ერთი მსხვილბიუჯეტიანი პროექტის განხორციელება დაიწყო
ხონში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შ.პ.ს. „ჯ და ჯ“-მ სოფელ ჯიხაიშში არსებული 3.5 კმ-იანი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 1 134 000 ლარია გამოყოფილი დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა გზის გვერდითი ნაწილები.
„წლების მანძილზე მოუწესრიგებელი გზის საფარი მოსახელობას პრობლემას უქმნიდა. ეს არის ხონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი პროექტი, რომელიც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას მოუხსნის და ცენტრთან დაკავშირება მათთვის ბევრად მარტივი და კომფორტული იქნება“ - განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ.
სამუშაოების დაწყებას დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. პროექტი მაქსიმუმ 5 თვეში დასრულდება.