მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  აგვისტო  2016

    უჩამბაში 22მ სიგრძის გაბიონი მოეწყობა

    შუახევი- უჩამბის საავტომობილო გზის გორახევის მონაკვეთზე მდებარე ხიდთან ახლოს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა და 22 მ სიგრძის ახალი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.
    პროექტს აჭარის ა.რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯიემსი-4" აწარმოებს.სამუშაოებზე 40.000 ლარამდე დაიხარჯება, გაფართოვდება ასევე გზის სავალი ნაწილი.
    მიმდინარე სამუშაოები ტარიელ ებრალიძემ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

     

     

     

     


პარტნიორები