სიახლეები
-
23 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
შუბანი-ჩირუხის გზაზე ასვალტობეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს
შუახევის მუნიციპალიტეტის შუბანი-ჩირუხის (ყურთისონი-შუბნის მონაკვეთზე) საავტომობილო გზაზე (2,34 კმ-ზე) ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს ,,ბონდი-2009“ აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყო გაბიონები, საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, დაიხრეშება გზის სავალი ნაწილი . ამ დროისათვის მიმდინარეობს შავი საფარი დაგება.
მიმდინარე სამუშაოები ტარიელ ებრალიძემ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.