სიახლეები
-
23 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ფერსის სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო
ფერსის სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში დაზიანებული მილები ახალით შეიცვლება.
აშენდება შენობა-ნაგებობა, სადაც საუბნო გამანაწილებლების ნაწილი განთავდება.
ლითონის მილებისგან გაკეთდება სარწყულები და მოეწყობა სათავე ნაგებობები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი 2004“ ახორციელებს.
ფერსის სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.