მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  მარტი  2016

    ქარის გამო თბილისში სარეკლამო კონსტრუქცია ჩამოვარდა

    დიღომში, ყოფილი ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად  სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ადგილზე საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული. რკინის ჯებირებითაა გადაკეტილი გზის სავალი ნაწილის გარკვეული მონაკვეთი.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    აღნიშნულის გამო ყოფილი ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა გარკვეულწილად შეფერხებულია. ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელ სარეკლამო კომპანიას ეკუთვნის აღნიშნული ბანერი.

    ეს ქარის დროს სარეკლამო კონსტრუქციის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არ არის.

    მიმდინარე წლის ორ თებერვალს, ვაკე–საბურთალოს გზაზე რკინის კონსტრუქცია ჩამოვარდა, რომელზეც სარეკლამო ბანერების განთავსებული. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ამ ბანერის მფლობელი კომპანია „აუთდორ ჯი“–ა. მისი ხელმძღვანელი კონსტანტინე ჭავჭანიძე “კომერსანტთან” საუბარში აცხადებდა, რომ მომხდარზე კომპანიამ მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა.

    ჭავჭანიძის თქმით, მომხდარი კონსტრუქციის ცუდ ხარისხს არ უკავშირდება და ეს სტიქიის შედეგია, რისგანაც არავინაა დაზღვეული.

    მისივე ინფორმაციით, კონსტრუქციის მდგრადობას მერიის ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს, თუმცა ბანერის ჩამოვარდნა მხოლოდ კომპანიის პასუხისმგებლობაა.

    დღეს ჭავჭანიძე აცხადებს, რომ კომპანია ევროპიდან სპეციალისტებს ელოდება და სარეკლამო კონსტრუქციების ახალი მეთოდოლოგიით დამონტაჟებას გეგმავს. კერძოდ, კომპანიას ევროპიდან მიაწვდიან სპეციალურ წებოს, რომელიც ბეტონში ერევა და შედეგად, კონსტრუქცია ქარისა და სხვა სტიქიური მოვლენებისადმი მეტად გამძლე გახდება.

    ბანერის ჩამოვარდნის შემთხვევა მოხდა თბილისში სამგორის რაიონში გასული წლის სექტემბერშიც, როდესაც სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა.


პარტნიორები