სიახლეები
-
22 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
დაბა სურამის #9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები სექტემბრის ბოლოს სრულდება
დასასრულს უახლოვდება ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. აღნიშნულ შენობაში, გასულ წელს გათბობის და წყლის სისტემები მოწესრიგდა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, ამჯერად კი საბავშვო ბაღის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 132 749 ლარს შეადგენს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.