მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  აგვისტო  2016

    სპეციალისტები არჩევნების შემდგომ პერიოდში უძრავი ქონების 10-20 %–ით გაძვირებას პროგნოზირებენ

    უძრავი ქონების სააგენტოები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში უძრავი ქონების 10-20 %–ით გაძვირებას პროგნოზირებენ. მათ შორისაა საბროკერო კომპანია “ერდო ჯგუფი“, რომლის გენერალური დირექტორი, გურამ ფალავანდიშვილი “კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ, დეკემბერში შეიძლება ფასები 20%–ით გაიზარდოს.

    მისივე თქმით ზოგადად, ბაზარზე ფასების ტენდენცია მზარდია.

    სამშენებლო კომპანია “ივერონის“ დამფუძნებლის არჩილ ჯაყელის განცხადებით, არჩევნების შემდგომ პერიოდში ფასების ზრდა შეიძლება მოხდეს 10%–ის ფარგლებში, თუმცა ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება მოთხოვნის ზრდა.

    ფასების მატებას ვარაუდობს პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელიც, თუმცა ის ამ პროგნოზს არა არჩევნებს, არამედ სეზონისთვის დამახასიათებელ, მოთხოვნის ზრდას უკავშირებს.

    კორინთელის თქმით, დეკემბერში უძრავ ქონებაზე ფასები, სავარაუდოდ, გაიზრდება, თუმცა ზრდა უმნიშვნელო, დაახლოებით 10%–იანი იქნება.

    მისივე განცხადებით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მხრივ დეკემბრის თვე წლის განმავლობაში ყველაზე აქტიურია.

    კორინთელი იმასაც ამბობს, რომ ფასებს მნიშვნელოვნად განაპირობებს არმატურის ღირებულება.

    საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები