სიახლეები
-
19 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ბორჯომში მრავალბინიან შენობების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში მრავალბინიან შენობების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გადაიხურება:
► გორკის ქ. №7
► ერეკლეს ქ. II შესახვევი №3
► თორის ქ. №10
► კოსტავას ქ. №11
► მესხეთის ქ. №7
► რობაქიძის ქ. №2
როგორც გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავს, პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98% დაფინანსებას გულისხმობს.
6 საცხოვრებელი სახლის გადახურვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 444 ლარი გაიხარჯება.
პროექტის მიხედვით, მოხდება დაზიანებული ხის კონსტრუქციების გამოცვალა, წყალმიმღები ღარისა და მეტალოკრამიტის თუნუქის ფურცლების მოწყობა.
ამ ეტაპზე ობიექტებზე ძველი დაზიანებული სახურავების დემონტაჟი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში ათობით პროექტს აფინანსებს რაც ხელს უწყობს ადგილობრივების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას.