სიახლეები
-
საირხე, ჭორვილა, გორისის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საირხე, ჭორვილა, გორისის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს გაგრძელდა.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 099 000 ლარია.
საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 7 კმ სიგრძის მოანკვეთზე ხორცილედება და ამ დროისთვის სანიაღვრეების მონტაჟი მიმდინარეობს.
აღნიშნული გარდამავალი პროექტის დასრულების შემდეგ სულ რეაბილიტირებული იქნება 9 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზის მონაკვეთი.
სამუშაოებს შპს "new road" ასრულებს.მშენებლობაზე დასაქმებულია 60 ადამიანი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.






