სიახლეები
-
„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის მუშაობა დროებით შეიზღუდება
“რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით სავალდებულოა გარკვეული ტექნოლოგიური პროცესებისა და გეგმიურ-გამაფრთხილებელი სამუშაოების ჩატარება, რაც დადგენილია საბაგირო გზის მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ მიერ. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე 29 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით და 11 აპრილს „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.





