მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  აგვისტო  2016

    "აჭარა გრუპი" ბათუმში სასტუმრო "რუმსს" ხსნის

    ყაზბეგისა და თბილისის შემდეგ "რუმსის" კიდევ ერთი სასტუმრო ბათუმში გაიხსნება. 170 ნომერზე გათვლილი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 18 მილიონი დოლარია. როგორც "აჭარა გრუპის" გენერალური დირექტორი, ვალერი ჩეხერია "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, შენობის გარე ფასადი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში შიდა სამუშაოები დაიწყება. ჩეხერიას თქმით, ბათუმში "რუმსის" სასტუმროს გახსნას მომავალი წლის ზაფხულის სეზონისთვის გეგმავენ.

    "აჭარა გრუპი" სასტუმრო "რუმსს" სამომავლოდ კახეთშიც გახსნის. როგორც ჩეხერია ამბობს, სასტუმროების ქსელის გაფართოვება აგროტურისტული ცენტრის შექმნასთა ერთად კახეთის რეგიონში 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

    "აჭარა ჯგუფის" კიდევ ერთი პროექტია "ინტერკონტინენტალის’’ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში. აღნიშნული პროექტისთვის 45 მილიონი დოლარის სესხი "იბრიარდმა’’ და "საქართველოს ბანკმა’’ ერთობლივად გამოყო. "ინტერკონტინენტალს’’ გახსნა მომავალი წლის ბოლოს იგეგმება.

     

     

     


პარტნიორები