მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  აგვისტო  2016

    ლაშა პაპაშვილი: სერიოზული ინვესტორი საქართველოში უძრავ ქონებაში საკუთარ ფულს არ ჩადებს

    უძრავი ქონების კომპანია „რედიქსის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი უძრავი ქონების სექტორში არსებულ სიტუაციას აკრიტიკებს. ბიზნესმენი Propertygeorgia-სთან საუბარში ამბობს, რომ გამონაკლისის გარდა, სერიოზული ინვესტორი საკუთარ ფულს საქართველოში უძრავ ქონებაში არ ჩადებს. მისივე თქმით, მეორეს მხრივ დიდი პოტენციალია ახალი პროექტების შექმნის კუთხით. ამასთან, მნიშვნელოვანი წინსვლა ვერ მიიღწევა მკაცრი რეგულაციების გარეშე. პაპაშვილი ამბობს, რომ ათწლეულების წინ სექტორში არარსებული რეგულაციების შედეგები დღეს სახეზეა- „დეფორმირებული" ქალაქები და სტატიკური ფასები. მაგალითად: 1 კვ.მ ფასი მეორადი ბინისთვის ვაკეში 1000 დოლარს ვერ ასცდა ბოლო 30 წლის განმავლობაში მაშინ, როდესაც მიწის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში უძრავი ქონების სექტორში იგივე რაოდენობის ფული ტრიალებს რაც ფინანსურ სექტორში.

    პაპაშვილი ქალაქის განვითარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გენერალური გეგმა მნიშვნელოვანია, თუმცა თბილისის ზომის ქალაქისთვის გენ.გეგმას სწრაფი ეფექტი არ ექნება და საჭიროა დიდი დრო და ძალისხმევა ყველასგან. ინვესტორებისთვის კი ეს იქნება მიმზიდველი დოკუმენტი.

    „ბერლინი შეიძლება ავიღოთ მაგალითად ურბანული დაგეგმარების კუთხით. როგორც მე ვიცი, ქალაქის მმართველობამ დაისახა მიზნად „ქალაქი საცობების" გარეშე და მიაღწიეს ამას ბრწყინვალე სატრანსპორტო სისტემის შექმნით. ყველაზე მდიდარი ადამიანიც კი ცდილობს, რომ ავტობუსით და მეტროთი იმგზავროს, რადგან იღებს მაღალი ხარისხის სერვისს. ჩვენ გვჭირდება გამართული სატრანსპორტო სისტემა, კარგი მეტროს ქსელი, დიდი ავტობუსები, ტრანსპორტის ალტერნატიული საშუალებები: ველოსიპედი, მოტოციკლი. კარგი ტროტუარები.“ განმარტავს პაპაშვილი.

    ბიზნესმენი ამბობს, რომ მან, ვინც დაინტერესებულია უძრავი ქონების შეძენით, პროექტი დეტალურად უნდა შეისწავლოს.

    კერძოდ, უნდა დაინტერესდეს, ვინ არის ავტორი? რა სახის საინჟინრო გადაწყვეტილებები მიუღია წარსულში და სხვა ბევრი დეტალი, რასაც ევროპასა და აშშ -ს მცხოვრები იკითხავს. მისივე თქმით, დასავლეთში მთავრობა ბიზნესთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას. ჩვენს ქვეყანაში კი ასეთი სახის „დაცვა" ჯერ არ გვაქვს.

    უძრავი ქონების კომპანია „რედიქსი" ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანია საცხოვრებელი სახლების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროს პროექტებს ახორციელებს.

     

    ავტორ(ებ)ი : property georgia-ს მასალები


პარტნიორები