მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  აგვისტო  2016

    დანდალოს საჯარო სკოლის კაპიტალური რემონტი დამამთავრებელ ფაზაშია

    დანდალოს საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს ახალგარემონტებული შენობით შეხვდება. სკოლაში სადაც 2 სოფლის -ტაკიძეებისა და დანდალოს 73 მოსწავლე და 21 პედაგოგია, რემონტი დაარსებიდან არასოდეს ჩატარებია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მთლიანად შეიცვალა სახურავი, დამონტაჟდა მეტალოპლასტმასის კარ- ფანჯრები, შეიცვალა იატაკი, მოეწყო სველი წერტილები, მიმდინარეობს ფასადისა და კლასების შეღებვითი სამუშაოები, დამონტაჟდება გათბობის სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. სარემონტო სამუშაოები დღეს დავით დუმბაძემ ქედის რესურსცენტრის დირექტორთან დურმიშხან შავიშვილთან ერთად მოინახულა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულ 20-მდე ადგილობრივსაც გაესაუბრა.
    სკოლის რემონტი აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 441 600 ლარია. სარემონრტო სამუშაოებს კომპანია ,,ბზა" ახორციელებს. აცხადებენ ქედის მუნიციპალიტეტში

     

     


პარტნიორები