სიახლეები
-
16 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ბორჯომში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში მრავალბინიანი კორპუსების სახურავის, სადარბაზოსა და ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში რუსთაველის №79 , რუსთაველის №93 და ხანძთელის №1განხორციელდება სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ხანძთელის №1 მრავალსართულიან კორპუსში სახლის ფასადის რეკოსტრუქცია- მოპირკეთება უახლოეს მომავალში დასრულდება.
რაც შეეხება რუსთაველის №79 გათვალისწინებულია სადარბაზოსა და სახურავის მოწყობა ასევე აივნების გამაგრება. ხოლო რუსთაველის №93-ში სადარბაზოსა და წყალმიმღები ღარის რეაბილიტაცია მოხდება.
პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში ხორციელდება.