მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  აგვისტო  2016

    სოფელ შემოქმედში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო ( Video )

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სოფელ შემოქმედში ხიდის მოასფალტება დაიწყო.
    სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, გამგებლის მოადგილე - ბადრი გობრონიძე და გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე დაესწრნენ.
    გზის მოასფალტებას შპს „ნიუ ჯორჯია“ ახორციელებს.
    ასფალტირების დასრულების შემდეგ მოეწყობა ჯებირები, მოაჯირები და გარე განათების სისტემა.
    სამშენებლო სამუშაოების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 39 184 ლარს შეადგენს.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები