მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  აგვისტო  2016

    2016 წელს რეგიონებში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება

    სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ გაფართოებული თათბირი ჩაატარა, რომელსაც რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    გუბერნატორმა დამსწრე საზოგადოებას ახალი მოადგილე ემზარ საბანაძე წარუდგინა, შემდეგ კი მხარეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა და რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებისგან სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციები მოისმინა.

    აღსანიშნავია რომ 2012–15 წლებში მხარის მასშტაბით 62 231 561 ლარის ღირებულების 1857 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის სასმელი წყლებისა და საკანალიზაციო სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრების და სკვერების მოწყობის, გზებისა და ხიდების მშენებლობის, საგანმანათლებლო და კულტურული შენობების რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციის და სხვა.

    "2016 წელს რეგიონში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, როგორიცაა უწერა–შოვის, მუხლი–მრავალძალის გზების რეაბილიტაცია, ქუთაისი–ალპანა–ჭრებალოს გზის (18კმ) მოასფალტება, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის და ახალი ხიდის მშენებლობა. ამასთანავე ქ. ონში შენდება იუსტიციის სახლი, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, ცაგერის მუნიციპალიტეტში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი და იწყება ,,მწვანე თეატრის“ რეაბილიტაცია, ლენტეხში სრულდება ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, წლის ბოლომდე ქ. ამბროლაურში იგეგმება აეროდრომის მოწყობა და დაგეგმილია სოფ. ნიკორწმინდის ცენტრისა და ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია, მნიშვნელოვანია რომ იწყება ზემო და ქვემო სვანეთისა და საჩხერე–რაჭის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა.

    ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვის გარდა თათბირის მიმდინარეობისას თავიანთი საქმიანობის ანგარიშები წარმოადგინეს განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის, საჯარო რეესტრის და სხვა სამსახურების წარმომადგენლებმა.

    გუბერნატორმა გამოთქვა ინიციატივა, რომ რეგიონში მოეწყოს მასშტაბური დასუფთავების აქცია, სადაც რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა საჯარო და კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები ჩაერთვებიან", - განმარტავენ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო-სვანეთის მხარის ადმინისტრაციაში. 


პარტნიორები