მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  აგვისტო  2016

    ფოთში ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერების სამუშაოები დაიწყო

    ფოთში ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერების სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზამშენებელი-13” ახორციელებს.
    პირველ ეტაპზე, ქუჩები მოსახლეობის თხოვნის და განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით იქნა შერჩეული, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 355 ათას 299 ლარი იხარჯება.
    ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და ვიცე-მერმა ლევან ჩოჩიამ შევჩენკოს, ერეკლე მეორეს და მიქაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე მოხრეშვა-დაგრეიდერების პროცესი დაათვალიერეს.
    პროექტის მიხედვით მოხრეშვა-დაგრეიდერების სამუშაოები ქალაქის 70 ქუჩას მოიცავს და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

     

     

     

     


პარტნიორები