მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  აგვისტო  2016

    ბორჯომში 2 ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    ბორჯომში საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
    პროექტის ფარგლებში სამუშაოები ხორციელდება ქალაქ ბორჯომში და სოფელ ბეშეთში მდებარე ხიდებზე.
    9 აპრილისა და ბარათაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სრულად შეიცვალა სავალი ნაწილი. განხორციელდა ხის შემცველი პოლიმერული მასალის მოწყობა. ამჟამად კი მოაჯირებისა და სხვა ლითონის კონსტრუქციების სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
    რაც შეეხება სოფელ ბეშეთის ხიდს, სამუშაოები აქ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამჟამად ამორტიზებული ხის ელემენტების დემონტაჟი მიმდინარეობს. არსებულ ხიდზე გათვლისწინებულია ახალი ბადის მონტაჟი, სამღებრო სამუშაოები და ხიდის მიმდებარედ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.
    პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 722 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს მოხდება.
    საფეხმავლო და საავტომობილო ხიდების მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ კუთხით სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

     


პარტნიორები