მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  აგვისტო  2016

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება, - შესაბამის საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
    როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 23 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით უკვე არსებულ 4 რეისს, დაემატება 7 რეისი. მისივე თქმით, ეს იძლევა ძალიან შეღავათიან ფასად ევროპის მიმართულებით მგზავრობის საშუალებას.

    ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოლ წელს მიიღებს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას.

    "ჩვენ დღეს გამოგვაქვს ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პარტნიორები