სიახლეები
-
15 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ივლისში უძრავი ქონების ტრანზაქციები 4,3%-ით გაიზარდა და 51 314 ერთეული შეადგინა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის ივლისში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 51 314 ერთეული შეადგინა. ა.წ. ივლისი 2012-2015 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2012 წლის ივლისთან (44 461 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 15.4%-ით, 2013 წლის ივლისთან (44 888 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 14.3%-ით, 2014 წლის ივლისთან (49 081 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 4.5%-ით, 2015 წლის ივლისთან (49 203 ერთეული სარე- გისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 4.3%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 10.0%-ით შემცირდა: კლება დაფიქსირდა როგორც პირველადი (9.8%-ით), ისე მეორადი (10.0%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
2016 წლის ივლისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 10 129, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 41 185 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა. წ. ივლისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.3%-ს მეორადი, ხოლო 19.7%-ს - პირველადი სა- რეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წლის ივლისში კი, შესაბამისად, 80.0% და 20.0%).