მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  აგვისტო  2016

    "ბორჯომობა 2016“-ს ახალციხის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

    სპეციალურად მოწყობილ ფანჩატურებში ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები მოეწყო.
    მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი მხარისათვის დამახასიათებელი სამზარეულო წარმოადგინეს და ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა მოაწყეს.
    რეწვის ოსტატმა მარიამ ჟუჟუნაძემ, ხეზე და ქვაზე კვეთის ოსტატებმა გიორგი ბებნაძემ, ელგუჯა ჯოხაძემ და რევაზ ანდულაძემ, ბორჯომის პარკში საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.
    „ბორჯომობაზე“ ახალციხის მუნიციპალიტეტმა თემისთვის დამახასიათებელი კერძები და ნაწარმი გამოფინა . მესხური ყველის, თაფლის, ჩურჩხელის და ლუხუმის დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
    დღესასწაულის მეორე ნაწილში კონცერტი გაიმართა, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ხალხური სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს. ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მაყურებლებს საკუთარი ლექსები და სიმღერები შეუსრულეს.
    ფესტივალი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, კომპანია „ჯეო -ტურისტის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

     

     

     

     


პარტნიორები