სიახლეები
-
12 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ბორჯომში ცენტრალურ პარკში სტიქიის შედეგად დაზიანებული გარე-განათება სრულად აღდგა
ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში 4 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზიანებული გარე-განათების ბოძები და ლამპიონები მთლიანად გამოიცვალა. აღდგენითი სამუშაოები ტერიტორიაზე უმოკლეს დროში შესრულდა. პარკის თანამშრომლებისა და ააიპ ,,გარე განათების'' წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით, განხორციელდა განათების 110 ბოძისა და 330 სანათის შეცვლა.
4 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა ასწლოვანი ხეები მოგლიჯა და პარკის ინფტარსტრუქტურა დააზიანა.