მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  აგვისტო  2016

    სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის გზის მშენებლობაზე 140 მილიონი ლარი დაიხარჯება

    თელავის, ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გამავალი სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ელექტრონული კონკურსი გამოცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 21-დან 26 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
    საპროექტო მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გარეშე 3 559 322 ლარს შეადგენს, ხოლო საკუთრივ საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 140 მილიონი ლარი დაიხარჯება.
    როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, საპროექტო მომსახურების შესყიდვა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. საპროექტო დოკუმენტაციის დამკვეთისათვის მიწოდება კონკურსში გამარჯვებულმა პრედენდენტმა ხელშეკრულების დადებიდან 14 თვის ვადაში უნდა განახორციელოს.
    კონკურსში მონაწილე პრეტენდენტებს საინჟინრო-საპროექტო საქმიანობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება ეთხოვებათ. ამასთან, თითოეულ კონკურსანტს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო წინადადება. ტექნიკურ დოკუმენტაციაში საკონკურსო წინადადების ფასის მითითება დაუშვებელია. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება. ასევე დისკვალიფიკაციას დაექვემდებარება ის პრეტენდენტიც, რომლის მიერ წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მონაცემებში რეგისტრირებულია ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ან თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
    დღეს, საქრათველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თუშეთში, სოფელ ომალოში სახალხო დღესასწაულ „თუშეთობაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისიდან თუშეთამდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება.
    როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ცენტრს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუმარტეს, პრემიერი იმ პროექტს გულისხმობდა, რომლის ფარგლებშიც სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის გზის მშენებლობა იგეგმება.
    თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. ომალომდე 72 კილომეტრია. მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. 8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე მთავრობამ 2014 წელს 3 მილიონ 663 ათასი ლარი გამოყო. სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი. სახიფათო პირობების გამო ბევრი ადამიანია გარდაცვლილი. ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

     

     

    http://ick.ge


პარტნიორები