სიახლეები
-
11 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
თბილისიდან თუშეთამდე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება
"ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება და იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა“, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა თუშეთში ყოფნისას განაცხადა. მისი თქმით, თუშეთს ტურიზმის თვალსაზრისით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ყველა ტურისტმა მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა შეძლოს თუშეთში მოხვედრა.
"ამ გზას ბევრი დანიშნულება ექნება. უპირველს ყოვლისა, ტურიზმის თვალლაზრისით, რომ ოჯახებმა მეტი შემოსავალი ნახონ“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, თუშეთი საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა აქ მაცხოვრებელს იმისთვის, რომ ჩვენ, თქვენი საშუალებით, საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე შემოგვინახეთ“.