სიახლეები
-
11 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
"თუ k2 კოეფიციენტზე შეზღუდვა ძალაში დარჩება, ცენტრალურ უბნებში უძრავ ქონებაზე ფასები მოიმატებს"
ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტის გაცემაზე შეზღუდვის ძალაში დატოვების შემთხვევაში, დეველოპერები ფასების მატებას პროგნოზირებენ. როგორც კომპანია „არქი ჯგუფის" დამფუძნებელმა ილია წულაიამ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა, ცენტრალურ უბნებში ფასების მატების პარალელურად უძრავ ქონებაზე ფასები გაიზრდება გარეუბნებშიც.
"თუ ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტზე შეზღუდვა ძალაში დარჩება, ეს ბაზარზე ცვლილებას გამოიწვევს. ცენტრალურ უბნებში როდესაც გაცემული ნებართვები ამოიწურება ფართი გაძვირდება. იმ უბნებში როგორიც არის ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, ფართზე ფასი მოიმატებს. ცენტრალურ უბნებში ფასის მატება გარეუბნებში ფასის მატებასაც გამოიწვევს, თუმცა ეს შედარებით ნაკლებად მოხდება.
შეზღუდვა ყველას შეეხება, თუმცა ვისაც ამ ეტაპზე აღებული აქვთ K2 კოეფიციენტი უპირატეს მდგომარეობაში არიან, როდესაც დასრულდება მათი პროექტები, ყველა დეველოპერი ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდება", - განაცხადა წულაიამ.
შეგახსენებთ, რომ K2 კოეფიციენტზე შეზღუდვა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებამდეა ძალაში.