მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  აგვისტო  2016

    ბორჯომში დაზიანებული კორპუსების სახურავების აღდგენა მიმდინარეობს

    ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
    გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ამჟამად აღდგენითი სამუშაოები 20-მდე ობიექტზე ხორციელდება. ინტენსიურად ხდება ძველი დაზიანებული სახურავების დემონტაჟი, ნაწილზე კი გადახურვის სამუშაოებია დაწყებული.
    გამგებლის განმარტებით, სტიქიის შემდეგ უმოკლეს დროში მოხდა დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მონახულება და შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო-საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა. პირველ ეტაპზე წვიმისაგან დასაცავად ყველა ობიექტზე განხორციელდა სახურავების დროებითი შეკეთება და მათი ტენტით გადაფარვა. დღეს კი მათი აღდგენა სრული დატვირთვით ხორციელდება.
    სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

     

     


პარტნიორები