მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  აგვისტო  2016

    მშენებლობა, რემონტი, არქიტექტურა, მომსახურება

    მშენებლობა — მატერიალური წარმოების დარგი, რომლის დანიშნულებაა სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოთა მთელი კომპლექსის შესრულება, ახალი საწარმოო და არასაწარმოო ძირითადი ფონდების ამოქმედება და არსებულის გაფართოება-რეკონსტრუქცია. მშენებლობის მზა პროდუქციას წარმოადგენს საექსპლუატაციოდ გამზადებული ნაშენი (სამრეწველო საწარმოები, საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შენობები, სხვადასხვა ნაგებობები). მშენებლობა უდიდეს გავლენას ახდენს საწარმოო ძალების განვითარებასა და გადაადგილებაზე. ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შექმნაზე, ხალხის ცხოვრების დონის მუდმივი აღმავლობის უზრუნველყოფაზე.

    არქიტექტურა — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან — ურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე — ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.

    #მშენებლობა #არქიტექტურა


პარტნიორები