სიახლეები
-
ხაშურის ქალაქის ბაღში ახალი ყვავილები ირგვება
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხაშურის ქალაქის ბაღში ახალი ყვავილები ირგვება. ამჯერად ბაღს 5000 ძირი ბეგონია შეემატება. სამუშაოებს ა(ა)იპ "სავანე" ახორციელებს.
გვჯერა, ჩვენი თანამოქალაქეები ამ სასიკეთო ინიციატივას მიესალმებიან და თითოეულ ნარგავს გაუფრთხილდებიან.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის გალამაზებაზე, ძვირფასო თანამოქალაქენო!








