მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  აგვისტო  2016

    ქალაქ ზუგდიდის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

    დღეს დილიდან ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსთან ერთად ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
    მერაბ ქვარაიას განცხადებით, კომბინატის დასახლებაში ჯანაშიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს N 12 საბავშვო ბაღის კაპიტალური შეკეთება და თვის ბოლოდან ზუგდიდს კიდევ ერთი კომფორტული და კეთილმოწყობილი ბაღი შეემატება.
    აქტიურად მიმდინარეობს ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები, სექტემბრის ბოლომდე დასრულდება ღელე კუჩხობონზე ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა, ასევე ლაზის ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
    ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ დღესვე, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე კორპუსების კეთილმოწყობისთვის განხორციელებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. უახლოეს დღეებში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ერთერთ კორპუსში ლიფტი დამონტაჟდება.
    მერაბ ქვარაიას განცხადებით ის, ქალაქში მიმდინარე პროექტების მონახულებას ყოველდღიურ რეჟიმში გეგმავს.

     

     

     


პარტნიორები