სიახლეები
-
ბიზნეს კლასი ინსორსისგან - ახალი პროექტი m2 ის მხარდაჭერით
საკონსულტაციო კომპანია "ინსორსი", დეველოპერულ კომპანია "m2 უძრავი ქონების" მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროექტს "ბიზნეს კლასი ინსორსისგან".
"ბიზნეს კლასი ინსორსისგან" ეს არის საქართველოში მოღვაწე ბიზნეს ლიდერების მასტერკლასები საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მენეჯერული უნარების განვითარებას
მოწვეულ ლიდერთან ერთად, პროექტის მონაწილეები ისაუბრებენ მენეჯერული გადაწყვეტილების დილემებზე, გამოწვევებზე და კონკრეტული პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე.
პირველ ღონისძიებას, "ბიზნეს კლასი ინსორსისგან", გაუძღვება "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ბატონი პაატა ღაძაძე, თემით "Versus".




