სიახლეები
-
ქალაქ ფოთში ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ რუსთაველის რკალის ტროტუარებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა,რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ‘’ინჟინერ-სერვის-კომპანი’’ახორციელებს.
რუსთაველის რკალის ტროტუარების აღდგენა-კეთილმოწყობის პროექტის სარეალიზაციოდ, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი ტრანსფერიდან 1 მილიონ 369ათას 997 ლარია განსაზღვრული.
ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს და იგი სექტემბრის ბოლოს დასრულდება.





