სიახლეები
-
10 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალებში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალებში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.
გარდა დიდი და პატარა ხალებისა, სანიაღვრე არხების მოწყობა ხორციელდება სოფელ ალექსანდრესწყაროში, ალსა და ქვემო აძვისში.
სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 42 000 ლარს შეადგენს.