სიახლეები
-
09 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
გმირ კურსანტთა ქუჩის კორპუსებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა #22-ში მდებარე კორპუსებში ახალი ქანობიანი სახურავი გაკეთდა და სადარბაზოს შესასვლელი თაღის რეაბილიტაცია განხორციელდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ექვსსართულიანი კორპუსის 721 კვ.მ. ფართობზე გამოიცვალა დაზიანებული ხის კარკასი და მოეწყო თუნუქის ქანობიანი სახურავი. ხოლო, ცხრასართულიანი კორპუსის სადარბაზოში ახალი თაღი და პარაპეტი გაკეთდა.
მათივე განმარტებით, სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ 20 ათასი ლარი გამოყო. ობიექტები გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.