მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  აგვისტო  2016

    ქართველი მაგისტრების არქიტექტურული პროექტი მილანში წლის საუკეთესოდ დასახელდა

    მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრების პროექტი მილანის არქიტექტორთა კავშირის და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების ერთობლივი გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა.

    მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ალექსანდრე ანდღულაძის და ნიკოლოზ ლეკვეიშვილის ერთობლივი სამაგისტრო პროექტის თემა: საბჭოთა მასობრივი მშენებლობის პოლიტიკას და საბჭოთა უბნების ანალიზს ეხება. პროექტის ხელმძღვანელი ცნობილი იტალიელი არქიტექტორი სტეფან ობოერია.
    ქართველმა სტუდენტებმა არქიტექტურულ პროექტში ინტერვენციის ტერიტორიად გლდანი შეარჩიეს და სამაგისტრო პროექტში საბჭოთა მასობრივი მშენებლობის ერთ-ერთი ნიმუშის - გლდანის გამოცოცხლების და უბნის ცენტრალურ ღერძზე არსებული სამი მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი შენობის ტრანსფორმაციის გეგმა წარმოადგინეს.

    პროექტის მიზანი, გლდანის ტერიტორიაზე მინიმალური ჩარევით, მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყო, რომლის განხორციელების მეთოდოლოგია, მაგისტრებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული გლდანის მსგავსი უბნების და იქ არსებული პორბლემების გადაწყვეტის ანალიზის და შესწავლის შედეგად ჩამოაყალიბეს. 


პარტნიორები