სიახლეები
-
08 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად დიდუბის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
აღმაშენებლის გამზირის N181, წერეთლის გამზირის N78, ლუბლიანას ქუჩის N11-სა და ახმეტელის ქ N6-ის მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა და განხორციელდა დაზიანებული ბორდიურების დემონტაჟი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრანიტის ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები. სკვერების ტერიტორია შემოისაზღვრება ლითონის ღობით, დამონტაჟდება გარეგანათების ბოძები, დაიდგმება საპარკე სკამები და სანაგვე ურნები, ასევე სასმელი წყლის სოკოები.
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, დიდუბის რაიონის გამგეობამ სკვერების ტერიტორიაზე სავარჯიშო ტრენაჟორები დაამონტაჟა. სკვერებში პატარებისთვის გასართობი ზონაც მოეწყობა. კაუჩუკის ხელოვნურ საფარზე დამონტაჟდება გასართობი საბავშვო ატრაქციონი სასრიალოებით, კარუსელით და საქანელებით.
გარდა ამისა, დიდუბის რაიონში მიმდინარეობს ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაციასკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს, ასფალტის საფარის დაგებას კი დიდუბის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს. ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია 2 სექტემბერს დასრულდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ასევე ლუბლიანას ქ N11-სა და დიღმის მასივის მე-3კვარტლის 33-ე კორპუსთან. ამ ეტაპზე, ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება.
ჯამში ასფალტის საფარი 2300 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები.