მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  აგვისტო  2016

    შაორის ტბასთან სასტუმროს ააშენებენ, რომელსაც კომპანია „ჯეოტექინვესტი“ აშენებს

    საქართველოს ხელისუფლება რაჭის განვითარებას გეგმავს. სასტუმრო კომპლექსი „შაორი“ ტურისტების მოზიდვის გზაზე პირველი პროექტი იქნება.

    რაჭაში, შაორის ტბის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი შენდება.

    პროექტი სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის — „უმასპინძლე საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო კომპლექსი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და რაჭის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება.

    სასტუმრო „შაორი“, რომელსაც კომპანია „ჯეოტექინვესტი“ აშენებს, სტუმრების მიღებას 2017 წლიდან დაიწყებს. საქართველოს მთავრობა რეგიონის მოსახლეობას დასაქმებაში დაეხმარება, რათა მათ მშობლიური ადგილების დატოვება არ მოუწიოთ.

    „უმასპინძლე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ნაწილია. საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სასტუმროების მშენებლობაში სახელმწიფო თანადამფინანსებლად გვევლინება.

    ამასთან, ხელისუფლება მზადაა, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც გააუმჯობესებენ ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობენ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების მოზიდვას.

    მთავრობა როგორც საზაფხულო, ისე ზამთრის კურორტების განვითარებაზე მუშაობს.

     

     


პარტნიორები