მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  აგვისტო  2016

    ბორჯომში N4 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

    ბორჯომში ახალი უბნის დასახლებაში №4 საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
    ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, განხორციელდება ბაღში არსებული ყველა ოთახისა და სველის წერტილის მოწესრიგება. სრულად შეიცვლება კარ–ფანჯრები, გამოიცვლება დაზიანებული იატაკი და ჭერი, მოპირკეთდება კედლები და გარე ფასადი მოეწყობა ცენტრალური გათბობა.
    გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, შენობაში დაგეგილია ასევე ახალი ტიხრების მოწყობა, მცირე სამზარეულოსა და საკუჭნაო ოთახის ჩაშენება, პირველ და მეორე სართულის აივნების ამოშენება, შენობისთან მისასვლელი ბილიკისა და შემინული შესასვლელის მოწყობა.
    გამგებლის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ხის კარებისა და ფანჯრების დემონტაჟი.
    სამუშაოების დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღი აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით.
    აღნიშნული ბაღი მე-6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იქნება, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.
    პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გაიხარჯება.

     

     


პარტნიორები