მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  აგვისტო  2016

    თბილისში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი 7-ვარსკვლავიან Biltmore Hotel Tbilisi-შია

    თბილისში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი საქართველოში პირველ შვიდვარსკვლავიან სასტუმროში Biltmore Hotel Tbilisi-შია და 5 ათასი დოლარი ღირს. ამ თანხაში შედის ორადგილიანი საპრეზიდენტო აპარატამენტი საუზმით. რაც შეეხება სტანდარტულ ნომერს, მისი ღირებულება 385 დოლარს შეადგენს, ამას ემატება დღგ 18%. ამის შესახებ სასტუმროს რეზერვაციის სამსახურში აცხადებენ.

    რაც შეეხება სხვა სასტუმროებს, მეორე ადგილზე Radisson Blu Iveria Hotel-იაა. სასტუმროში არსებული 2-ადგილიანი საპრეზიდენტო ნომრის ღირებულება 1700 დოლარს შეადგენს, ამ ფასში მხოლოდ საუზმე შედის. რაც შეეხება სტანდარტული ნომრის ფასს, მისი ღირებულება 394 დოლარია. სასტუმროს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფასები ყოველდღიურად იცვლება და ის ობიექტის დატვირთულობაზეა დამოკიდებული.

    „რაც მეტი ჯავშანია გაკეთებული, ფასი მით უფრო მაღლა იწევს"-აცხადებენ Radisson Blu Iveria Hotel-ში.

    Tbilisi Marriott-ში 2 ადგილიანი, ყველაზე მაღალი კლასის, საპრეზიდენტო აპარტამენტის ღირებულება 1380 აშშ დოლარს შეადგენს, სტანდარტული ნომრის ფასი კი 318 აშშ დოლარია.

    Rooms Hotel Tbilisi -ში ყველაზე მაღალი კლასის (საპრეზიდენტო აპარტამენტი) 2 -ადგილიანი ნომრის ღირებულება 807 დოლარს შეადგენს, 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი კი 217 დოლარია.

    Holiday Inn Tbilisi -ში ერთი ღამით 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 223 აშშ დოლარს შეადგენს,მაღალი კატეგორიის ნომრის ღირებულება კი 305 აშშ დოლარია. სასტუმროში საპრეზიდენტო აპარტამენტი არ აქვთ.


    რაც შეეხება Courtyard Marriott Tbilisi-ს აქ საპრეზიდენტო ნომერი არ აქვთ, 2 ადგილიანი ნომრის მინიმალური ფასი 235 აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური 279 აშშ დოლარს შეადგენს.

     

     


პარტნიორები