მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  აგვისტო  2016

    "უახლოეს წლებში არაერთი არაბული მსხვილი და მასშტაბური პროექტი განხორციელდება საქართველოში"

    არაბული კომპანიების საქართველოსადმი ინტერესის საკითხებს "ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი საუბრობს.

    - არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აჭარაში იმყოფებოდა, თუ გამოიკვეთა ინტერესის კონკრეტული მიმართულებები?

    - ბატონ შეიხს რამდენიმე პროექტი აქვს საქართველოში. მისი ყურადღება განსაკუთრებით გაძლიერდა ბოლო პერიოდში. მის მიერ იგეგმება ტერაბანკის რებრენდინგი გაფართოვება.

    დავამატებ, რომ ჩვენი მხრიდან კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შეთავაზება მოხდა. ვიცე-პრემიერი ორი კვირის წინ ემირატებში იმყოფებოდა, სადაც სპეციალურად პროექტების პრეზენტაცია მოვახდინეთ, რათა მათი დაინტერესება გამოგვეწვია და ამის გამოძახილი იყო ზუსტად სასტუმროს გახსნის მეორე დღეს აჭარის რეგიონში სტუმრობა და კონკრეტულად გონიოს ტერიტორიის დათვალიერება. ჩვენ ამ პროექტთან სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მსხვილ ჯგუფთან გვაქვს საუბარი, მათ შორის “დაბი ჯგუფთან“, რათა მათ ეს პროექტი განიხილონ, დეტალურად შეისწავლონ და შემდგომ უკვე განახორციელონ.

    - არის თუ არა ამ შემთხვევაში კონკრეტული ვადები დროში გაწერილი?

    - ამ ეტაპზე მათი მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოითქვა. შემდეგი ნაბიჯებით პროექტის შესწავლა უნდა განხორციელდეს და კონცეფცია უნდა შეიმუშაონ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შემდგომ უკვე ორივე მხარის მოლაპარაკების შედეგად შესაძლებელია აღნიშნულ პროექტზე ნაბიჯები გადაიდგას.

    - გაერთიანებული საემიროებიდან თუ არის სხვადასხვა სახის ინტერესი?

    - ინტერესი გაერთიანებული საემიროებიდან საკმაოდ მაღალია. ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი დელეგაცია გვყავდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საემიროებში საქართველოს პოპულარობა დღითიდღე იზრდება, რაც ჩვენს ქვეყანაში მაღალი საერთაშორისო ვიზიტორების შემოდინებით აისახება. ავიაკომპანია “ ფლაი დუბაი“, რომელიც დღეში ორჯერ ახორციელებს ფრენას, თითქმის 100%-ით არის დატვირთული. საკმაოდ მაღალია ინტერესი იკვეთება, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესმენების მხრიდან, რომლებიც ჩვენი ქვეყნით არიან დაინტერესებული. ვაჭრობის კუთხით, ჩვენ შესაძლოა სტრატეგიული პარტნიორები გავხდეთ. ქართული შავი მოცვი უკვე გავიდა ემირატების ბაზარზე ექსპორტზე.

    - დღეისთვის რა სახის ინვესტიციაა შემოსული არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან?

    - ინვესტიციები სხვადასხვა პროექტების სახით არის შემოსული და ვცდილობთ კიდევ მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ. არა ერთ პროექტზე მიდის საუბარი. მათ შორის არის წყალტუბოს პროექტი, გონიოს პროექტი, სხვადასხვა ობიექტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. წინასწარ მე კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით, თუმცა შემიძლია აღვნიშნო, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია და სულ რამდენიმე წელიწადში, შემდგომი სამიდან ხუთი წლის მანძილზე, არაერთი არაბული მასშტაბური და მსხვილი პროექტი განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.

     


პარტნიორები