სიახლეები
-
05 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელება მომდევნო ეტაპზე გადადის ( ფოტო )
შპს „სტადიონი“ სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
შესყიდვის ობიექტი: ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება:
2 100 000 ლარი
წინადადებების მიღების დასრულება: 16.08.2016
ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა განხორციელდება და სატენდერო პირობებთან მისი თავსებადობის შემთხვევაში საზედამხედველო მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულება გაფორმდება.
მომდევნო ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული ტექნიკური ზედამხედველობის კომპანიის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყება.