სიახლეები
-
05 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
რუსთავში სტადიონის მშენებლობის დროს ორ მამაკაცს დენმა დაარტყა
რუსთავში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მშენებლობის დროს ორ მამაკაცს დენმა დაარტყა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი, 34 წლის ვასილ სვანიძე მაღალი ხარისხის დამწვრობით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე, ასევე უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 44 წლის ზურაბ ჩეჩელაშვილი კი ,,აზოტის" საავადმყოფოში.
„მშენებლობის ტერიტორიაზე ცემენტის ჩამსხმელი მანქანა მუშაობდა, მძღოლმა მიატრიალა ამწე, რომელიც მაღალი ძაბვის - 110 კილოვატიან სადენებს შეეხო, მაღალი ძაბვა მანქანაზე გადავიდა, სადაც ორი მუშა იდგა“, - აცხადებენ თვითმხილველები.
როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, თბილისიდან რეანომობილია გამოძახებული და დაშავებულებს სავარაუდოდ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.