მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  აგვისტო  2016

    ნატანების თემში, სოფელ ლეკურაში რკინა - ბეტონის გზები დაიგო

    ნატანების თემში, სოფელ ლეკურაში რკინა - ბეტონის გზები დაიგო. ლეკურაში ბეტონის გხზები სამ რთულ საგზაო მონკვეთზე მოეწყო. 90 , 40 , 50 და 130 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციის პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის - ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი ირაკლი გაგუა დაესწრო.
    ახლო მომავალში ლეკურაში კიდევ 250 მეტრი სიგრძის გზაზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა. შესრულებული სამუსაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 83 312 ლარს შეადგენს.
    დასრულებულია, ბეტონის გზების მოწყობა სოფელ კონჭკათში. მე-6 და მე-9 უბანში მოეწყო 125 და 100 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი, ჯამური ღირებულებით - 29 010 ლარი.
    სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „უნივერსალი“ ახორციელებს

     


პარტნიორები